|
2023-01-23 15:19:04, 714 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეზე - მალე ნახავთ ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან აქ მოღალატეების ადგილი აღარ იქნება
ირაკლი კობახიძემ ოროსნის ტყუილი დაწერა. ექსპორტზე ვინ ელაპარაკება? საუბარია რუსეთში სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთთან ტრანზიტს მოწმობა ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული მანქანების კოლონა, რომლებიც რუსეთში ცდილობენ საქართველოს გავლით გადასვლას. "ირაკლი კობახიძემ ოროსნის ტყუილი დაწერა. რა არსის ოროსნის ტყუილი? მესაუბრება ექსპორტზე რუსეთში - ექსპორტზე ვინ ელაპარაკება? საუბარია ტრანზიტზე რუსეთში. სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე. ტრანზიტი ექსპორტი არასდროს ყოფილა. ცენტრალურ მაგისტრალზე შეგიძლიათ გახვიდეთ და უზარმაზარი კოლონა რომ დგას დიდი მანქანების, რომლებიც რუსეთში ცდილობენ გადასვლას საქართველოს გავლით, ესეც ხომ ყველამ ვიცით. ასე რომ, ირაკლი, ეს ტყუილები, რასაც იგონებ ხოლმე, საბავშვო ბაღში კი არა ხარ, ჩვენ აქ ტვინიანი ხალხი ვართ, ქართველი ერი არის ჭკვიანი, განათლებული, გონიერი ხალხი. ამ ტყუილებს ვერ გაასაღებ სიმართლედ და უფრო მეტიც, როცა ასე იტყუება ე.ი მართლა რაღაცაშია საქმე, მართლა სამშობლოს ღალატთან და რუსეთთან კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე. გადით, წადით და ნახეთ ცენტრალურ მაგისტრალზე ეს უზარმაზარი დიდი მანქანების რიგები რუსეთისკენ რომ მიდის. რაც შეეხება პირადად კობახიძეს, აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება",- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სანქციებთან დაკავშირებით "სი-ენ-ენის" ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო". მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)