03:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 16:29:00, 855 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ დაუჭირა

საქართველოში 63 რაიონია, ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა მელია ადამიანებს არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან  ბრიფინგის გამართვის დავალებებს იძლეოდეს.

"შევახსენებ საზოგადოებას 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ. ანუ 63-დან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მინიმუმ ორმოცდაათში. ბრიფინგს ვუყურე, იქ მე ვერ დავინახე, იქ ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ბატონი კონჯარია, რომელიც წარმოადგენს ენმ-ს პოლიტსაბჭოში და არის ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი.

ამ ადამიანებს კი არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდოგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს ამომრჩეველს, პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან იძლეოდეს დავალებებს ბრიფინგის გამართვის. დარწმუნებული ვარ, ამას რომ მოისმენს იძულებული გახდება და წამოვა სამეგრელოში",- განაცხადა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მხარდაჭერა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გამოუცხადეს. ხოლო ზუგდიდის ორგანიზაციის მეორე ნაწილმა კი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო და ისინი მხარს არა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics