03:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 16:38:36, 834 ნახვა

პოლიტიკა
„თქვენი პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ - ჩერკასის საქალაქო საბჭო სააკაშვილს წერილს უგზავნის

უკრაინის ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და რთულ პერიოდში თანადგომას უცხადებს. 

წერილში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად პროევროპული პოზიციის ქონის გამო. 

"პატივცემულო ბატონო მიხეილ სააკაშვილო!

ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო გამოხატავენ თქვენს მიმართ პატივისცემასა და მხარდაჭერას იმ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა იმყოფებით.

ჩვენ გთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად, პროგრესულ და გამორჩეულ პიროვნებად. თქვენი პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თქვენი პროევროპული პოზიციისთვის.

ახლა ყველა უკრაინელი რთულ პერიოდს გადის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამო. მადლობას გიხდით უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რაც არაერთხელ გამოგითქვამთ. ჩვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ და გისურვებთ იყოთ მამაცი და ძლიერი, ისევე როგორც ყველა უკრაინელი.

გისურვებთ ძალას და გამძლეობას თქვენი ცხოვრების ამ მძიმე დღეებში. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და ჰუმანიზმი გაიმარჯვებს და რაც შეიძლება მალე მიიღებთ სასურველ თავისუფლებას.

დაე, უკრაინული ჩერკასის ეს მეგობრული მისალმება დაგეხმაროთ თქვენს სიძნელეებში და შთაგაგონოთ იბრძოლოთ თქვენი სიცოცხლისთვის. იყავით ძლიერი, როგორც ზალიზნიაკის ათასი წლის მუხა ხოლოდნი იარში - უკრაინული თავისუფლების ტრადიციების სიმბოლო.

დაე, მოგონებებმა ჩერკასის რეგიონის ამ წმინდა ადგილების შესახებ, რომელთა მონახულებაც გიყვარდათ, შეგმატოთ ბრძოლა, ენერგია და ნება. ჩვენ გვჯერა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აუცილებლად გვესტუმრებით ჩერკასიში, სადაც ყოველთვის გელით.

ჩერკასი და მთელი უკრაინა თქვენთანაა! უფალმა დაგიფაროთ!",- ნათქვამია წერილში. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics