|
2023-01-19 22:51:44, 1615 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბევრი ქვეყანა მზადაა გადასცეს უკრაინას ტანკები, მაგრამ ერთი ქვეყნის თანხმობას ელოდებიან
ბევრი ევროპული ქვეყანა მზად არის გადასცეს ტანკები უკრაინას, მაგრამ ელოდება იმ ქვეყნის ნებართვას, რომელმაც ისინი აწარმოვა და გაყიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა მზადაა უკრაინაში ტანკების გასაგზავნად, მაგრამ ისინი ელოდებიან თანხმობას იმ ქვეყნისგან, რომლისგანაც შეიძინეს და რომელსაც უფლება აქვს გარკვეულ ლიცენზიებზე. „ბევრი ქვეყანა მზადაა ტანკების გასაგზავნად, მაგრამ ისინი დოკუმენტებს ელოდებიან იმ ქვეყნიდან, რომელსაც გააჩნია საავტორო უფლება "ლეოპარდის" ტანკებზე. პოლონეთი, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები მზად არიან, რომ უკრაინას თუნდაც მცირე რაოდენობის ტანკები გაუგზავნონ. ჩვენ ყველანი ველოდებით იმ ქვეყნის თანხმობას, რომელსაც აქვს უფლება გარკვეულ ლიცენზიებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ვინაიდან "ლეოპარდის" ტანკები დამზადებულია გერმანული თავდაცვის კონცერნის მიერ, მათი გადატანა ნატოს არაწევრ ქვეყნებში გერმანიის თანხმობას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)