23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 17:16:29, 1435 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთი უკრაინას 113 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს - რა გადაეცემა

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 113 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიოს. ეს დახმარების პაკეტი ესტონეთის მხიდან უკრაინისათვის ყველაზე დიდი შემოწირულობა იქნება.

როგორც ესტონეთის უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად სამხედრო დახმარების პაკეტში ჰაუბიცები და საბრძოლო მასალები შედის.   

ესტონეთი უზრუნველყოფს: 

  • ათობით 155-მმ და 122-მმ-იანი ჰაუბიცა;
  • ათასობით ჭურვი და სატვირთო მანქანა;
  • ასზე მეტი კარლ-გუსტავის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი;
  • ათასზე მეტი საბრძოლო მასალა

"ესტონელებმა თავიანთი მტკივნეული ისტორიიდან იციან, თუ რა ხდება, როდესაც ბოროტება იმარჯვებს და დიდი ქვეყანა შთანთქავს პატარებს. თუ უკრაინა დაეცა, მსოფლიოს სხვა ნაწილების თავისუფლებაც საფრთხეშია. უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ყველას უფლებებს, ამიტომ გარდაუვალია უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ყველა ქვეყანამ უნდა გადახედოს თავის მარაგებს და მხარი დაუჭიროს ინდუსტრიებს, რათა შეძლონ მეტი და სწრაფი წარმოება". 

ესტონეთის მთავრობა ამ სახსრების ნაწილს საკუთარი რეზერვიდან მიიღებს. ესტონეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„გულწრფელად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის დღეს გამოცხადებული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, ყუმბარმტყორცნებს და საბრძოლო მასალას. ესტონეთმა აჩვენა თავისი რეალური მხარდაჭერა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვაფასებთ ამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი საერთო გამარჯვება!" , - დაწერა მან ტვიტერზე.

ესტონეთი აქტიურად ეხმარება უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის შემოწირულობით. ესტონეთმა უკრაინას უკვე გადასცა ჯაველინის რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, პირადი დამცავი აღჭურვილობა.

ესტონეთის მიერ გაწეული დახმარება 257 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი პაკეტით ესტონეთის სამხედრო დახმარების ოდენობა 370 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია. 

გარდა ამისა, ესტონეთმა გერმანიასთან თანამშრომლობით უკრაინას გადასცა ორი საველე ჰოსპიტალი და თითქმის 15 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა, ასევე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი ნიდერლანდებთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics