23:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 16:09:27, 1402 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა პუტინისა და ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების გასასამართლებლად. 

რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 19, ხოლო 33-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და უნდა ეფუძნებოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მის ხელმძღვანელობასთან ერთად. 

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მოსამზადებელი სამუშაოები ad hoc ტრიბუნალზე "დაუყოვნებლად უნდა დაიწყოს" და უკრაინასთან თანამშრომლობით ფოკუსირება მოახდინოს დროებითი ტრიბუნალის მექანიზმების შექმნაზე. 

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდეს, განსაკუთრებით ევროკომისიას და ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი პროკურატურის შექმნას. მათ მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურის შექმნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და დევნაში.

ევროკომისია ასევე განიხილავს საერთაშორისო პროკურატურის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის აგრესიის დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ. 

რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის კომპენსაციის მიზნით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics