08:43 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 13:43:09, 1215 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ენმ-ში ერთი რაც აკლიათ არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს აკლებენ

ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, შექმნილი ვითარების ფონზე, შეუძლებელია ოპოზიციურმა პარტიამ "ერთსულოვნება" შეინარჩუნოს.

"ჩვენ ვაკვირდებით და ყველაფერი სააშკარაოზეა. ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მელია გააძევონ თანამდებობიდან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ უკვე გაირკვევა, თუ რა მოხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა ცხადია, რომ ასეთი დაპირისპირების ფონზე, შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება", - განაცხადა თბილისის მერმა. 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics