23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 13:12:13, 1526 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - აშშ განიხილავს, რომ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულზე თავდასხმისთვის საჭირო ტექნიკა მიაწოდოს

უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს აღიარებას, რომ უკრაინას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმისთვის, შეიძლება სამხედრო ტექნიკა დასჭირდეს, თუნდაც ამ ნაბიჯმა ესკალაციის რისკი გაზარდოს. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოფიციალური პირები, ანონიმურობის დაცვით, გამოცემას ეუბნებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმისთვის საჭირო შორს მოქმედი დისტანციის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადასაცემად ჯერ მზად არ არის, თუმცა საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შერბილებულია.

მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ახლა სჯერა, რომ თუ უკრაინელ სამხედროებს ექნებათ ის, რაც სჭირდება ყირიმის დეოკუპაციას, მომავალ მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიცია უფრო მყარი იქნება.

The New York Times წერს, რომ ორივე მხარის ოფიციალური პირები განიხილავენ ამერიკული იარაღის გამოყენებას, როგორიცაა HIMARS-ის სარაკეტო სისტემები და Bradley-ს საბრძოლო მანქანები, შესაძლო სამიზნე კი, ყირიმის ხიდია, რომელიც კრიტიკული მიწოდების მარშრუტია და ყირიმს, ოკუპირებული ქალაქების გავლით, რუსეთთან აკავშირებს.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების პოზიციაში, რომ ყირიმი უკრაინაა, ცვლილება არ არის.

„ჩვენ მთელი ომის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყირიმი არის უკრაინა და უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და სუვერენული ტერიტორია მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ადრიენ უოტსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics