|
2023-01-19 09:30:47, 1180 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რუსეთში მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის
მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი და რა თქმა უნდა, თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. როგორც კობახიძემ „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. „2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. ჩვენ გვესმის, რომ აქაც არის ისტერიკა იმ ადამიანების მხრიდან, გავიხსენოთ ცნობილი „ტროიკა“ ხოშტარია, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერი არ არის, მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერს რუსულზე აჟრიალებს ამ ადამიანს და იქ არ გააჟრიალა მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს საკუთარ ბინას და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვერ რუს სამხედროებს ეს ყოფილა კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და კიდევ უფრო მძიმე რამ რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მისასალმებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე განცხადება შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე „ალტ ინფოს“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა. სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)