22:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 04:18:56, 1488 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენმა უკრაინის შს მინისტრის და ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უსამძიმრებენ უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

„ჩვენ გლოვობთ ყველასთან ერთად, ვინც გლოვობს ამ გულისამაჩუყებელ ტრაგედიას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონასტირსკი და მისი გუნდი აქტიურად იყვნენ ჩართულნი უკრაინაში დემოკრატიის შენარჩუნებაში - როგორც რუსეთის აგრესიისგან მის დაცვაში, ასევე უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში. ამ ომშიც და მომავალშიც.

„რეფორმატორი და პატრიოტი, ბატონი მონასტირსკი მხარს უჭერდა უკრაინელი ხალხის ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მემკვიდრეობის პატივისცემას უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევით და უკრაინელ ხალხთან პარტნიორობით, რათა თავისუფლების ალი ანთებული შევინარჩუნოთ. დღეს ვლოცულობთ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა“, - განაცხადა მან.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ბროვარში, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს.

დაღუპულებს შორის არიან:

  • უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი;
  • მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;
  • შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;
  • შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;
  • შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკო
  • შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;
  • ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;
  • სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;
  • სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი.

მათივე ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც.

„უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ენით აუწერელ ტკივილს განიცდის ამ ადამიანების დაკარგვის გამო.

ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ყველა ნათესავსა და მეგობარს,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს  კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.

ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics