|
2023-01-18 17:16:28, 1603 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შსს-მ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სია გამოაქვეყნა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ბროვარში, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს. დაღუპულებს შორის არიან:
მათივე ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებიც. „უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ენით აუწერელ ტკივილს განიცდის ამ ადამიანების დაკარგვის გამო. ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ყველა ნათესავსა და მეგობარს,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)