|
2023-01-18 12:11:53, 1025 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, გვერდით დავუდგები, მაგრამ კორუფციას არ დავუშვებთ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უწყებაში შესაძლო კორუფციული ფაქტები დასაწყისშივე აღმოიფხვრას. „ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, ყოველთვის მზადაა, გვერდით დაუდგეს თითოეულ თანამშრომელს, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ კორუფციული ფაქტის მიმართ მკაცრი რეაქცია ექნება. „ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. არავის არაფერს გავუტარებთ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია და ყველამ კარგად გაითავისოს აღნიშნული საკითხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)