|
2023-01-18 09:52:15, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინისთვის გაწეული დახმარება 50 მლრდ ევროა, ეს ჩვენ პირველ ადგილზე გვაყენებს
ომის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 50 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ევროპას კიევის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის უდიდეს წყაროდ აქცევს. როგორც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამართულ დებატებზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება სამხედრო და ჰუმანიტარულ რესურსში გადანაწილდა. "ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი აგრესიისგან, რომელსაც ის განიცდის. მე დიდ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ეს ჩვენ პირველ ადგილზე გვაყენებს ქვეყნებს შორის უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობით, აშშ-ზე წინ“, - განუცხადა მან ევროპარლამენტარებს. ამავე დროს, ბორელი თვლის, რომ ეს დახმარება "საკმარისია", მანამ სანამ უკრაინა კვლავ განიცდის რუსული არმიის სისტემატურ თავდასხმებს. "ჩვენ მოგვიწევს მხარი დავუჭიროთ უკრაინას და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. მოლაპარაკებების კარი ღია უნდა იყოს“, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ არის კომერციული ძალა და ადამიანის უფლებების დასაყრდენი, უნდა შეეძლოს „მყარი ძალის“ გამოყენება საჭიროების შემთხვევაში და შეეძლოს გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ასპარეზზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)