04:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 23:05:58, 1242 ნახვა

პოლიტიკა
მელია - კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი აქვს

მე კეზერაშვილთან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მქონდა რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი აქვს. მან დასძინა, რომ მისი თავჯდომარეობის პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერავინ ვერ გაჩერდება, რომელიც წარმოჩინდება, როგორც უანგარო მხარდამჭერი და მეორეს მხრივ, ნათლად გამოჩნდება სხვა ინტერესები.

"არცერთ ადამიანს ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, მითუმეტეს გარედან, რომელიც ერთი შეხედვით წარმოჩინდება როგორც უანგარო მხარდამჭერი და მეორეს მხრივ, ძალიან ცოტა ხანში ნათლად დავინახავ, რომ სხვა ინტერესი აქვს, გაქანება არ ექნება ამ პარტიაში. იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ რამე განგვასხვავებს ძალიან ბევრ კონტექსტში, ძალიან ბევრ კრიტერიუმში ქართული ოცნებისგან, არის არაფორმალური მმართველობის არარსებობა ჩვენს პარტიაში

"რა თქმა უნდა, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არც მეტი, არც ნაკლები, არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა" - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics