|
2023-01-17 10:57:27, 1110 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ Tech Meetups - წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი
13 იანვარს, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა. ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს. “ჩვენს მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. პირველი - აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე - მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს.”- ამბობს ალექსანდრე ისკონიანი, „თიბისის“ ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს. 2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ავტომატიზაციის მიმართულებაზე. „თიბისიში“ 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტურობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად. ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაა, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტურობის მიღწევის მიზნით ამ ხელსაწყოების მორგება და დამატებით ხელსაწყოების შექმნა საჭიროა. „თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ინიცირება, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება კი სწორედ ამ პროდუქტების სწრაფი განვითარების გარანტია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)