13:38 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 23:43:59, 1760 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ბრიტანეთის დახმარებაზე - ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება

ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლასა და გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, და მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც უკრაინა ბრიტანეთისგან იღებს.

"ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება. გმადლობთ, ბრიტანელებო, ამ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებაში ძლიერი წვლილისთვის " - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა , რომ რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევას ამზადებს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი კიევს Challenger 2-ის ტანკებსა და ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics