01:48 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 19:26:37, 1642 ნახვა

ომი უკრაინაში
СБУ-მ დნეპრის დაბომბვაში მონაწილე რუსი სამხედროების ვინაობა დაადგინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დაადგინა იმ რუსი სამხედროების ვინაობა, რომლებიც ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია СБУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. 

"ყოველ რუსულ სამხედრო დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დამნაშავე. უშიშროება დაადგენს და გამოაქვეყნებს ყველას დეტალებს სახელით - რათა არც ერთი მკვლელი სასჯელს  არ გადაურჩეს. დაე, ყველა ვინც ამგვარ დანაშაულებშია ჩართული, ყოველ წუთს დაელოდოს შურისძიებას. სპეცსამსახურმა უკვე შეაგროვა მტკიცებულებების უზარმაზარი სია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და ომის ყოველი ახალი დღე აფართოებს და ავსებს მას", - განაცხადა ვასილ მალიუკმა.

უწყების ცნობით, სარაკეტი იერიშში მონაწილეობდა ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის:

  • 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის მეთაური (სამხედრო ნაწილი 33310), პოლკოვნიკი ოლეგ ტიმოშინი, დაბადებული 1971 წლის 21 ივნისს;
  • 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის საავიაციო რაზმის მეთაური, მაიორი ივანენკო ოლექსი სერჰიევიჩი, დაბადებული 1987 წლის 8 თებერვალს;
  • საავიაციო ჯგუფის საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი დიმიტრო გოლენკოვი, დაბადებული 1978 წლის 1 სექტემბერს;
  • 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის ნავიგატორი გრიგორიევი დენის ანატოლიევიჩი, დაბადებული 1982 წლის 7 ივნისს;
  • 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის ნავიგატორი ნაზიროვი დინარი, დაბადებული 1985 წლის 3 ივლისს;
  • 52-ე მძიმე დაბომბვის საავიაციო პოლკის საავიაციო იარაღის ინჟინერი პოცელუევი ევჰენი, დაბადებული 1980 წლის 16 ივნისს.

შეგახსენებთ, ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი რუსმა ოკუპანტებმა 14 იანვარს დაბომბეს. იერიშს 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 75 პირი.

თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიან კორპუსში მთლიანად განადგურდა 72 და დაზიანდა 236 ბინა, ასევე განადგურდა 25 მანქანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics