|
2015-02-07 09:41:06, 327 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა იან ცზეჩმა პეკინში მიიწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და იან ცზეჩის შეხვედრა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები. ჩინურმა მხარემ თბილისში დაგეგმილი ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა. ჩინეთის სახელმწიფო მდივნის, იან ცზეჩის განცხადებით, აბრეშუმის გზის კონცეფციაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით ჩინეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მზადდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ახლო მომავალში გაფორმდება. გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყანის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობას და ჩინეთიდან საქართველოში ინვესტირების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)