|
2023-01-15 19:12:39, 2220 ნახვა
სამხედრო
ირანის ხელისუფლება ადასტურებს რუსული სუ-35 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას
ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი რუსეთისგან სუ-35 ტიპის გამანადგურებლების პარტიას შეიძენენ. ირანის პარლამენტის (მეჯლისის) წევრმა შაჰრიარ ჰეიდარმა განუცხადა Tasnim-ს, რომ თვითმფრინავები მომავალი წლის დასაწყისში ირანული კალენდრის მიხედვით, რომელიც 21 მარტს დაიწყება, მიეწოდება. ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის წევრმა ჰეიდარმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა მოსკოვს სხვა იარაღი შეუკვეთა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო სისტემები და ვერტმფრენები. Su-35 არის მრავალფუნქციური სუპერმანევრირებადი გამანადგურებელი, რომელიც შეიქმნა სუხოის დიზაინის ბიუროს მიერ 2008 წელს. დეკემბრის ბოლოს ტელეარხი i24NEWS დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთი ირანს 24 სუ-35 გამანადგურებელს მიაწვდის. წყაროების თანახმად, ეს თვითმფრინავები ეგვიპტეში გასაყიდად იყო განკუთვნილი, მაგრამ კაირომ უარი თქვა გარიგებაზე შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)