|
2023-01-13 16:40:29, 1288 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს ომზე სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთის გამარჯვება სოლედარში, ან თუნდაც ბახმუტში, ომის საერთო ტრაექტორიისთვის ცოტას ნიშნავს. როგორც კირბიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, მარცხის შემთხვევაში, უკრაინელები არ შეჩერდებიან. „მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე... და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს", - ამბობს კირბი. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება. უწყება აზუსტებს, რომ ქალაქი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 12 იანვარს დაიპყრეს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც, უკრაინა აცხადებს, რომ "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)