20:23 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 14:18:40, 1974 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ინფლაცია შემცირდება, ეკონომიკური ზრდა 5%-ის გარშემო დასტაბილურდება - მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წარმატებული განვითარების მაჩვენებელი აქვს, რასაც გონივრული ეკონომიკური მენეჯმენტი ემყარება. 

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლამდე ეკონომიკური ზრდა წელიწადში საშუალოდ 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს, სავარაუდოდ, 4%-მდე შემცირდება და 5%-ის გარშემო დასტაბილურდება. 

მეორე მხრივ, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს. უახლოესს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ინფლაციური წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემცირდა, რაც ნელი ტემპით კვლავ გაგრძელდება. 

ბანკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში კრიტიკულ სტრუქტურულ გამოწვევებზეც, განსაკუთრებით სუსტი პროდუქტიულობასა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის სირთულეებზე. 

"მაღალი დოლარიზაცია და გარე დანაზოგებზე მუდმივი დამოკიდებულება კიდევ უფრო აძლიერებს რისკებს. მიუხედავად ამისა, სწრაფმა პოსტპანდემიურმა აღდგენამ და უკრაინაში ომის საწყისი გავლენისგან და მასთან დაკავშირებული სანქციების გამოჯანმრთელებამ აჩვენა საქართველოს ეკონომიკის მზარდი გამძლეობა",- ნათქვამია ანგარიშში. 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics