|
2023-01-13 14:06:06, 1753 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 3 881 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. „2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 166, ქვემო ქართლში - 769, სამცხე-ჯავახეთში - 760 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)