|
2023-01-13 09:55:42, 1171 ნახვა
პოლიტიკა
მაკფოლი - დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი იქნება
100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი,- ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა "ამერიკის ხმასთან'' ინტერვიუში განაცხადა. "100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. თუ ის ჯანმრთელია, იმედია, გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. კარგი ნაბიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ მას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს. ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. ფაქტი, რომ ბრიუსელში მოლდოვასა და უკრაინის მოწვევა გადაწყვიტეს და არა საქართველოსი, ვფიქრობ, არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხედავენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისადმი დახმარებას სანქციების აცილებაში. 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გასწორებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან",- განაცხადა მაკფოლმა. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს გაიმართება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)