|
2023-01-11 15:43:29, 1087 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ხალხის ძალა“ ჩხრიალა გველის კუდია, რომ მასზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი -„ქართული ოცნება“ გადარჩეს
"ხალხის ძალა" არის ჩხრიალა გველის კუდი, რომ მასზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი -"ქართული ოცნება" გადარჩეს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" განცხადებას. როგორც მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ, როდესაც "უკრაინა ომში საქართველოს საქმეს აკეთებს", იარაღზე საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თხოვნას აჟიოტაჟი მოჰყვა. "არსებობს ასეთი გველის სახეობა - ჩხრიალა გველი, რომელიც საფრთხის დანახვისას თავი რომ გადაირჩინოს, გამოყოფს კუდს და დაიწყებს ჩხრიალს. ასეთი კუდია "ხალხის ძალა" ქართულ პოლიტიკაში, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი გადარჩეს. თავი არის "ქართული ოცნება". 100-ზე მეტ მეგობარ ქვეყანას შეეთავაზა უკრაინის მხრიდან, რომ რით შეგიძლიათ ომში მყოფ ქვეყანას დაგვეხმაროთ - მათ შორის იარაღით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთებით და ა.შ. რატომ მოჰყვა ამას ასეთი აჟიოტაჟი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკრაინა საქართველოს საქმეს აკეთებს; ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს "ხალხის ძალა" საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ომში ჩართვაზე, აშშ-ს მიმართ ბრალდება გაახმოვანა. ანტიდასავლურმა მოძრაობამ სთხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომ უარყოს ან დაადასტუროს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, "საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია". რაც შეეხება კასიანოვის განცხადებას, უკრაინის წარმომადგენელმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)