07:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 13:33:38, 940 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით მხოლოდ ოფიციალური რუსეთი და ოფიციალური თბილისი ხარობს

სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით მხოლოდ ოფიციალური რუსეთი და ოფიციალური თბილისი ხარობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძეებმა, მდინარაძემ და ვოლსკიმ ყველამ თეთრი ხალათები მოიცვა და ისე საუბრობენ, თითქოს ჩახედული აქვთ რაიმე დოკუმენტაციაში.

„ჩვენ ვხედავთ დასავლური მედიის და დასავლელი პოლიტიკოსების აქტიურ მხარდეჭერას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ ასევე ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდება, არ ვიცი თუ ვინმე სადმე არსებობს, ყველა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის შენარჩუნებაზე საუბრობს, გარდა ორი ქვეყნისა, ესაა ოფიციალური მოსკოვი და ოფიციალური თბილისი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ორი ოფიციალური მხარე ხარობს პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით.

რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს ამ ე.წ. სასამართლოსი, მოგატყუებთ, რადგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ერთი თვეა წელავენ, აჭიანურებენ პროცესს იმის ნაცვლად, რომ დაჩქარებულად, ფორსირებულად მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღება.

ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ თეთრი ხალათები მოიცვა, კობახიძეებმა, მდინარაძემ, ვოლსკიმ, ეს ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს ჩახედული აქვთ რაიმე დოკუმენტაციაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics