|
2023-01-06 15:51:00, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - 500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვილი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ ცხედრის სუნი ასდის და ფერი შეიცვალა - ეს სიმულაციაა
თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ უკვე ცხედრის სუნი ასდის და ფერი შეიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ეს ყველაფერი სიმულაციაა". "თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; არის ლაპარაკი იმაზე, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ მან ფერი შეიცვალა, რომ იგი გონებას კარგავს. მაქვს საფუძველი, გამომდინარე მთელი რიგი ასპექტებიდან, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე", - ამბობს ვოლსკი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მოწამვლის თემა თაღლითობაა და ყველაფერი კი, მიზნად ქვეყნის დაზიანებას ისახავს. "რაც შეეხება მოწამვლის თემას, რაზეც მისი ადვოკატი, გარემოცვა და თვითონ ის საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რომელსაც საზღვარი არა აქვს... ქვეყნის დაზიანება - ეს არის გეგმა რასაკვირველია. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა არის ფაქტორი, რითაც ეს გეგმა უნდა შესრულდეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)