|
2022-12-31 15:26:30, 1374 ნახვა
პოლიტიკა
მამულაშვილი ღარიბაშვილზე - ცოტა მეტი ანალიტიკის უნარი რომ ჰქონოდა, არ დაუპირისპირდებოდა მებრძოლებს
ჩემთვის გასაკვირი პოზიცია ეს არ ყოფილა, არაფერი არ გამკვირვებია. უბრალოდ დაადასტურეს კიდევ ის, რომ მართულები არიან კრემლიდან და დაადასტურეს ის, რომ ხელის შეშლა უნდათ იმ კამპანიისთვის, რასაც ქართული ლეგიონი ეწევა უკრაინაში 2014 წლიდან. ამის შესახებ ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ხელისუფლება კოლაბორანტულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს წინააღმდეგ. მან დასძინა, რომ ღარიბაშვილს, ანალიტიკის უნარი არ აქვს, ვინაიდან ის უპირისპირდება მოხალისე ჯარისკაცებს, რომლებსაც სურვილი აქვთ უკრაინის დახმარების, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან იმართება. ჩემთვის გასაკვირი პოზიცია ეს არ ყოფილა, არაფერი არ გამკვირვებია. უბრალოდ დაადასტურეს კიდევ ის, რომ მართულები არიან კრემლიდან და დაადასტურეს ის, რომ ხელის შეშლა უნდათ იმ კამპანიისთვის, რასაც ქართული ლეგიონი ეწევა უკრაინაში 2014 წლიდან. უბრალოდ ზედმეტად დავრწმუნდით იმაში, რომ ქართული ხელისუფლება ჩვენდა სამწუხაროდ, ეწევა კოლაბორანტულ პოლიტიკას, პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ. "ცოტა მეტი ანალიტიკის უნარი რომ ჰქონოდა ღარიბაშვილს, არ დაუპირისპირდებოდა მებრძოლებს. ეს ბოლო თემაა, რასაც შეიძლება, შეეხოს ადამიანი, რომელიც იმართება რუსეთიდან. თავისი რეალური სახე ანახა დიდი ხნის წინ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ეს დიდი ხანია ვიცით, ეს არ არის დემოტივაციის ფაქტორი ჩვენთვის, არის უბრალოდ ის რეალობა რაშიც, პირველ რიგში, საქართველოს უწევს ცხოვრება და დამოკიდებულება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომლებიც ახლა არის უკრაინაში. ყველაფერი ცხადია, არაფერი ახალი ამაში არ არის" - განაცხადა მამულაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)