|
2022-12-30 09:14:13, 2661 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული, შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს
ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „Украинская правда“- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას უწევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. „კლინიკაში ვარ, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მიწევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან მოდის ექთანი უბრალო მანიპულაციისთვის, მაგალითად, იმისთვის, რომ წამლები დამალევინოს, მას საგულდაგულოდ ამოწმებენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ. ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს. ცოტა ხნის წინ, როცა მძიმე ჰიპერტონული კრიზისი მქონდა, ციხის მცველებმა რეანიმაციაში გადაყვანის საშუალება არ მომცეს“,- განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან შეკითვაზე, ვისთვის იყო სასარგებლო მისი მძიმე მეტალებით მოწამვლა, როგორ და როდის მოხდა ეს სააკაშვილმა განაცხადა: „ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მომგებიანი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ-ს ვიწონი”. ცნობისთვის, Украинская правда-მ მიხეილ სააკაშვილს კითხვები 2 კვირის წინ გადაუგზავნა, რომლებსაც მან პასუხი წერილობით გასცა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)