|
2022-12-29 16:52:18, 1631 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - მარგველაშვილი ძალაუფლების დაბრუნებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის წევრად მოგვევლინა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გიორგი მარგველაშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ადგილი აქვს "უსაფუძვლო მანიპულაციურ ბრალდებას". როგორც ბრეგაძე სოციალურ წსელში წერს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საზოგადოებას, ძალაუფლების "დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად" მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფის. "ბატონი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს “მოსაზრება” არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება. ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო. სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან",- წერს წერს იუსტიციის მინისტრი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)