|
2022-12-28 17:25:32, 912 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ერთობლივი თამაშია ორ ძალას შორის - პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ?!
ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებული არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა იყო შეთანხმება, რომელიც ორივე ძალას აწყობდა. "ვიცი, რომ ეს აქცია იყო მიზანმიმართული იმისათვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ პარტიისგან, როლებიც დღეს მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ვიცი, რა ფორმით თვლიან, რომ შეუძლიათ დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებული არიან. მაგრამ ვინ შეიწყალა მურუსიძე-ჩინჩალაძე. მე? როდის? არ ვიცი მიპასუხეთ. მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არა თუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მხსნის მათ და საიდანაც, ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს, რატომ არ კითხულობთ ამას? რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული. პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ?! ან ერთნი, როცა აქეზებდნენ - "ჩამობრძანდით და ხალხი გამოვა თქვენთვის", ან მეორენი, რომელიც ქართულ ხასიათზე თამაშით აქეზებდნენ "ლაჩარი ხომ არ ხარ,ჩამოდი". ორივეს აწყობს მიშას ჩამოსვლა. ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ, სხვა თემა არ არსებობს. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ამაში ორივეს აწყობს.",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)