10:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 14:20:11, 705 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე კალაძეს - რატომ მიეცით სააკაშვილს საშუალება, მეორე ვადითაც მოსულიყო? თუ პოლიტიკურად კარგად იყავით და არ გაინტერესებდათ?

პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ თბილისის საკრებულოში მისულ კახა კალაძეს სამი შეკითხვით მიმართა. 

კობერიძემ თბილისის მერს ვაკის პარკის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსთხოვა და მეტროსადგურებში არსებული ვითარება შეახსენა. გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კალაძეს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ზის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში.  

"ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდათ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები? ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ? ეს პირველი კითხვა.

კითხვა მეორე ეხება მარიტას, მარიტას საკითხს და მის ამბავ. როგორც მეურვედ, რა უნდა ქნათ იმაზე მეტი, რის მერეც იგრძნოთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? და რას ვგულისხმობ, თქვენ მიერ გახსნილ პარკში დაპატიჟეთ ადამიანები, იქ რომ არაფერი მომხდარიყო, თქვენ პოლიტიკურ ქულებს, ცხადია, ჩაიწერდით "რა კარგი პარკი გაგვიხსნა კახიმ" , მაგრამ ამ ტრაგედიის მერე მხოლოდ გამოძიებაზე რატომ საუბრობთ? პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობთ? მერიაში თქვენზე გაცილებით დაბალმა თანამდებობის პირმა რომ იგრძნო პასუხისმგებლობა და ის თუ გადადგა, თქვენ რატომ არ გადადექით? თქვენ რატომ არ იგრძენით ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ მეტროთი ახმეტელიდან საკრებულომდე დაცვის გარეშე? და თუ აღმოგიჩენიათ, რომ შესასვლელთან პოლიციელმა შეიძლება, გაგჩხრიკოთ? რომ შეხვალთ, რომ გაატარებთ ბარათს, იქ შეიძლება, ოთხი კაცი მოვიდეს და აფერისტად ჩაგთვალოს და შეგიმოწმოს ის ბარათი Free Rider-ი ხომ არ ხარ, მერე ესკალატორი ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გაჩერდეს. მეორე ხაზზე რომ გადახვალთ, არ ვიცი, თუ შეგიმჩნევიათ, არ ვიცი, შეიძლება, მწყემსები დაგხვდნენ, რომლებიც დაგიწყებენ - "შენ იქით წადი", "შენ აქეთ წამოდი", მიგრეკავენ და მოგრეკავენ. ეს რაღაცები თუ შეგიმჩნევიათ?

და კიდევ მაინტერესებს - სააკაშვილი რომ ზის ციხეში, თქვენი აზრით, იმ დანაშაულების გამოც ზის, რაც 2007-მდე ჩაიდინა? და თუ კი, რატომ მიეცით მას საშუალება, რომ მეორე ვადითაც მოსულიყო და ხალხს რატომ მოუწოდეთ, რომ ხმა მიეცათ. თუ პირველ ვადაშიც დამნაშავე იყო, მაგრამ არ გაინტერესებდათ, რადგან პოლიტიკურად კარგად იყავით?",- განაცხადა კობერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს განიხილავს.

გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics