10:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 13:08:05, 810 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს პოსტიდან „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ

დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არა მარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისის მერის საკრებულოში გამოსვლამ საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. 

"ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე  წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას. 

უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ. 

დარწმუნებული ვარ, 2023 წელს   კალაძეს და არა მარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება",- განაცხადა ოქრიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს განიხილავს.

გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics