|
2022-12-27 17:04:24, 2385 ნახვა
ეკონომიკა
რა არის საჭირო იპოთეკური სესხის მისაღებად?
მაშინ როცა გსურთ შეიძინოთ ბინა, მაგრამ არ გყოფნით თანხა ოცნების ასასრულებლად, მიზნის სისრულეში მოსაყვანად საუკეთესო გზა იპოთეკური სესხია. ამ ტიპის სესხი გაძლევთ შანსს, რამდენიმე წლიანი ლოდინის გარეშე შეიძინოთ საცხოვრებელი დღესვე, დატკბეთ საკუთარ სახლში ცხოვრებით და თან დაფაროთ სესხი. ან იყიდოთ ქონება საინვესტიციოდ, გააქირაოთ და ამ გზით გადაიხადოთ ვალი, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ერთით მეტი ბინა გექნებათ. იპოთეკური სესხის მისაღებად, პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ ქონება. ამისთვის კი იდეალური სივრცე არის area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა. არეას საიტზე წარმოდგენილია ყველანაირი ტიპის, ფართის, მდგომარეობის ბინები მთელი საქართველოს მასშტაბით. გსურთ მეორეული სახლი, იტალიური ეზო, აპარტამენტი ცათამბრჯენში, პატარა თუ დიდი ბინა დასრულებულ ან მშენებარე კორპუსი - არეაზე ნებისმიერ მათგანს იპოვით. მეტიც, სამშენებლო კომპანიები არეასთან პარტნიორობის ფარგლებში წარმოადგენენ მათ საკუთრებაში არსებულ მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებს დეტალური აღწერილობით, რათა მაძიებელმა შეძლოს კარგად დაათვალიეროს გასაყიდი ქონება და დაინტერესდეს მისით. როცა მიიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტული ბინის შეძენაზე, შემდეგ დგება ფინანსების მობილიზების საკითხი, რაშიც ისევ არეა დაგეხმარებათ. არეამ იზრუნა მომხმარებელზე და მისცა საშუალება მსურველებს, იპოთეკური სესხის მოთხოვნა პირდაპირ საიტიდან გააგზავნონ დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე. ამისთვის საჭიროა გასაყიდი ქონების განცხადებიდან, გადახვიდეთ იპოთეკური სესხის მოთხოვნის გვერდზე და შეავსოთ აპლიკაცია, სადაც მიუთითებთ სახელს, გვარს, პირად ნომერს და იმეილს, რომლის ონლაინ გაგზავნითაც აკეთებთ განაცხადს იპოთეკური სესხის მიღებაზე ერთდროულად სამ ბანკში - საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში და ტერაბანკში. განხილვის შემდეგ კი დაგიკავშირდებათ ბანკის თანამშრომელი დეტალების განსახილველად. იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში წინასწარი შენატანის, ყოველთვიური გადასახადის მოცულობისა და ვადის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე არსებული სესხის გადათვლისა და დისტანციურად მოთხოვნის ფუნქციით. იპოთეკური სესხის აღებისას მინიმალური თანამონაწილეობა თანხის 10%-შეადგენს. თუმცა, რაც უფრო მაღალია თანამონაწილეობის პროცენტი, მით უფრო უკეთეს პირობებში შეუძლია აიღოს მომხმარებელმა გრძელვადიანი იპოთეკური სესხი. იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოადგინოს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იპოთეკური სესხის პროცენტი განსხვავებულია სხვადასხვა კომერციული ბანკისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სესხის ვალუტის მიხედვით განსხვავდება სესხის პროცენტის ოდენობა. დღესდღეობით ყველაზე დაბალი პროცენტი ევროში გაცემულ იპოთეკურ სესხს აქვს, სესხი ლარში უფრო მაღალი პროცენტით გაიცემა, ვიდრე დოლარში ან ევროში, თუმცა თუ მისი მოცულობა 200 000 ლარზე ნაკლებია, სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში.
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)