|
2022-12-27 14:25:33, 986 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გვჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ელოდა, თუმცა სტატუსის არმინიჭება არა დამსახურებული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. "მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება - საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყეტილება მხოლოდ, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამისი თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ. რა თქმა უნდა, ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)