|
2022-12-27 13:11:18, 963 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - ივანიშვილი სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალების გადაწყვეტილებას პუტინის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალებაზე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც ნათელაშვილმა ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანხმობა სჭირდება. "სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის განკარგულებისა და დავალების გარეშე, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერც ერთ სფეროში ვერ მიიღებს. ეს დაადასტურა განვლილმა წლებმა. სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალებაზე ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ არ იქნა პატრუშევისა და პუტინის თანხმობა მოსკოვიდან", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. ცნობისთვის, თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ეს მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება" იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)