|
2022-12-27 09:31:07, 987 ნახვა
პოლიტიკა
ფეიგინი სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის
რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის გამართვის ინიციატივით გამოდიან. ფეიგინი Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს 2023 წლის 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან შეკრებისკენ მოუწოდებს. "2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად! მოვუწოდებთ ყველას, წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან. შეიკრიბეთ ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან", - წერს მარკ ფეიგინი Twitter-ზე. შეგახსენებთ, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)