13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 03:37:35, 3238 ნახვა

ეკონომიკა
სამზარეულოს ტექნიკის დიდი არჩევანი Be.ge–ზე (გამწოვები)

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ, სახლიდან გაუსვლელად, უამრავი ოპერაცია განვახორციელოთ. სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ შოპინგი - ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით საქონლის შეძენა. 

მომხმარებელს იზიდავს დაბალი ფასები, ხშირი აქციები და ფასდაკლებები, დროის და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობა, ანგარიშსწორების და განვადების სიმარტივე და კურიერული მომსახურების სისწრაფე და ეფექტურობა.

  ინტერნეტ მაღაზია Be.ge  უკვე 8 წელია წარმოადგენს  მოწინავე e- commerce პლატფორმას ქართულ ბაზარზე. მის საიტზე ხელმისაწვდომია 50 ათასზე მეტი, სხვადასხვა კატეგორიის საქონელი:  საყოფაცხოვრებო , კომპიუტერული, კლიმატური ტექნიკა,  TV- ფოტო- ვიდეო აპარატურის, საოფისე და ქსელური მოწყობილობების, ტელეფონების, ტაბლეტების, ელექტრონული წიგნების დიდი არჩევანი და სხვა.

Be.ge-ს ინტერნეტ საიტი  საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ  Sony, Panasonic, Samsung, LG, Apple, Philips, Nokia, Canon, Fujitsu, Bosch, Electrolux, Indesit, Gorenje, Hansa, Beko, Termex, Tefal, Moulinex და სხვათა სერტიფიცირებული ტექნიკა  ქარხნული გარანტიით, ხელმისაწვდომ ფასად.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია  სამზარეულოს ტექნიკის არჩევანი. მაღაზია Be.ge გთავაზობთ სანდო და გამოცდილი მსოფლიო ბრენდების მიერ დამზადებული   ტექნიკის 30-მდე კატეგორიას.

 საიტზე ადვილად იპოვით ყველაფერს თქვენი სამზარეულოს კომფორტულობის და  ფუნქციონალური სრულყოფისათვის. ჯანსაღი გარემოს და სისუფთავის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სამზარეულოში ხარისხიანი გამწოვის ქონა.

სამზარეულოს გამწოვი ეფექტურად ასუფთავებს ჰაერს სუნის, ორთქლის, კვამლის და მასში კონცენტრირებული კანცეროგენებისგან, არ აძლევს მათ მთელ ბინაში გავრცელების საშუალებას. ნებისმიერი, თუნდაც ძალიან სასიამოვნო და დახვეწილი კერძის არომატი სრულიად უადგილოა მისაღებ ან საძინებელ ოთახში.კარგად შერჩეული და სწორად დამონტაჟებული სამზარეულოს გამწოვის მუშაობის დროს აორთქლებული ცხიმი არ ილექება კედლებზე, ჭერზე და ავეჯის ზედაპირზე.

  ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი სახის გამწოვის შეძენა  შეგიძლიათ. ისინი განსხვავდებიან ფორმით, სიდიდით, მუშაობის პრინციპით და დამონტაჟების მეთოდით. გამწოვის სიმძლავრე არ არის დამოკიდებული მის კონსტრუქციაზე და დიზაინზე.

არსებობს გამწოვის მოქმედების  2 პრინციპი:

  • ჰაერის გატანა- რეჟიმი, რომლის დროსაც დაბინძურებული ჰაერი ოთახიდან გაიწოვება  სავენტილაციო არხის მეშვეობით. რეკომენდებულია გაზის ქურის შემთხვევაში.
  • რეცირკულაცია- მოწყობილობა ატარებს ჰაერს შეცვლად ფილტრებში და აბრუნებს მას ოთახში. გამოიყენება სამზარეულოებში, რომლებსაც არა აქვთ წვდომა სავენტილაციო არხთან. ნახშირის, ცხიმის შემწოვი, უნივერსალური ფილტრების შეძენა შესაძლებელია გამწოვთან ერთად.

  სამზარეულოს  გამწოვი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ კედელზე, ჭერზე, კედლის კარადის ქვეშ ან მოათავსოთ კარადაში. მანძილი  გამწოვსა და    ინდუქციურ და ელექტრო ქურების შორის უნდა  შეადგენდეს,  45-75სმ-ს, გაზის ქურის შემთხვევაში კი - 55-85 სმ-ს.

   ამ სასარგებლო მოწყობილობებს ფორმაც განსხვავებული აქვთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინი თქვენი ინტერიერის და ქურის სიდიდის შესაბამისად.

არსებობს გუმბათოვანი, ბრტყელი,  და ცილინდრული ფორმის გამწოვები.

  გუმბათოვანი და დახრილი გამწოვები გამოირჩევიან დიდი სამუშაო ზონით, რომელიც მთლიანად ფარავს ქურის ზედაპირს. დახრილი გამწოვების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, რომ შესაძლებელია დახრის კუთხის შეცვლა

   ოთახებში, სადაც სამზარეულოს კომპლექსი ცენტრშია გადატანილი, იყენებენ კუნძულოვანი ტიპის გამწოვებს. ის მონტაჟდება ჭერზე და ხშირად დეკორატიული ფუნქციაც აქვს.

  მინიმალისტური დიზაინის მოყვარულები ჩასაშენებელ გამწოვს ანიჭებენ უპირატესობას. ის თითქმის მთლიანად თავსდება კარადაში და ზედაპირზე მხოლოდ  წინა პანელი ჩანს. ძირითადად მუშაობენ რეცირკულაციის რეჟიმში. დიდი ქურისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ მოდელი, რომელსაც აქვს გამოსაწევი  ტელესკოპური ნაწილი სამუშაო ზედაპირის გასაზრდელად.

  მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ისეთი ზომის გამწოვი, რომ მისი სამუშაო ზედაპირი  მთლიანად ფარავდეს ქურას.

მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ პოპულარულ მოდელებს, რომლებსაც აქვთ დიდი სიმძლავრე, სადა დიზაინი და ჩაშენებული სანათები.

გამწოვის შერჩევისას  გაითვალისწინეთ  ოთახის ფართობი და სამზარეულოს ავეჯის განლაგება.

 თანამედროვე, მაღალი ხარისხის გამწოვების ფართო არჩევანი Be.ge-ს ონლაინ მაღაზიაში საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ იდეალური ვარიანტი, როგორც მცირე სამზარეულოსთვის, ასევე დიდი, სტუდიის ტიპის სივრცისთვის, მიუხედავად მათი დაგეგმარების ან დიზაინერული გადაწყვეტილების სირთულისა.

კომპანია გთავაზობთ ონლაინ განვადებას საქართველოს წამყვან ბანკებში. ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი და სფეისი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics