|
2022-12-26 22:54:21, 1019 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია
მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანა აქტიურად აშენებს ინფრასტრუქტურას და აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. “მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ასოციაცია და ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. მეორე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიმართულება, რომელსაც ჩვენ, სახელმწიფოს ყველა უწყება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვახორციელებთ, ეს არის ფიზიკური დაახლოება, ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ამ პროცესის. საქართველო ძალიან აქტიურად აშენებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა რუმინეთში, სადაც ოთხ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენ მომავალში უნდა ავაშენოთ შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც მოამარაგებს ევროკავშირს ელექტროენერგიით. სწორედ ჩვენი რეგიონიდან საქართველო და აზერბაიჯანი იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამ ელექტრო კაბელს უზრუნვეყოფენ შესაბამისი რესურსით. ჩვენ ეს პროექტი მასშტაბებით შეგვიძლია შევადაროთ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტს, რომელმაც საქართველოს მისცა უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია ჩვენს რეგიონში და სწორედ ეს პროექტიც მომავალში ნამდვილად გახდება ასეთი მასშტაბის. როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირის, ევროპის ენერგო უსაფრთხოებას, საქართველო ხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ფიზიკური კონტრიბუტორი. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველით ამ პროექტის სხვადასხვა მოსამზადებელი ფაზის დასრულებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფიზიკური სამუშაოები და საქართველო გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)