|
2022-12-26 21:19:12, 964 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები
არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან სადაც გამარჯვებას დასჭირდება, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე, 12 დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ “ომში” გაიმარჯვო, უნდა იბრძოლო ყველაფრის ფასად დასახული მიზნის მისაღწევად მით უფრო როდესაც იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და იცოცხლოს. “შიმშილობის პირველივე დღიდან - არანაირი მოლოდინი არ მქონდა რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა. შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ რაც გაავრცელეს - ბრაზი, ბოღმა, და სიძულვილი ერთმანეთში ამერია. მივხვდი რომ ძალიან ცოტა მაკლდა იმისთვის რომ ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში საკუთარი თავი არ დამეკარგა. ამ დღეების განმავლობაში შევხვდი უამრავ ადამიანს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო სექტორიდან. მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამ ომში გადარჩენა თუ გვინდა,უნდა ვიცოდეთ რომ მიუხდავად პროფესიისა, შესაძლებლობისა ყოველდღიური Freedom Fighter - ხარ სადაც საკუთარი ღირებულებების გარდა, ყველაფრის ფასად უნდა იბრძოლო საბოლოო გამარჯვებისთვის. მე ამ უკუნეთში სადაც სინათლე არ ჩანს ვიცი რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ. მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს. ბოდიში ყველას ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით. მადლობა გულშემატკივრობისთვის. არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან სადაც გამარჯვებას დასჭირდება.” - განაცხადა წითლიძემ
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)