|
2022-12-26 19:07:27, 968 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება ეს უკვე გავიგეთ
დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს, - განაცხადა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაუქმებულ შეხვედრაზე. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის პირველ პირს მეტი სახელმწიფოებრივი პასუსიხმგებლობა მართებს და პროტოკოლის დარღვევის შემთხვევაშიც კი, უნდა სცეს პატივი მოწვეულ ელჩებს და გამოცხადდეს ჩანიშნულ შეხვედრაზე. “დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს. პირიქით, სწორი ის არის, რომ მივიდეს იქ ადგილზე და პატივი სცეს მან ელჩებს. თუ სკამი არასწორად დადგეს და ვერ აგვარებს სხვაგვარად, დადგეს ფეხზე და ისე ილაპარაკოს. სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება. მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება ეს უკვე გავიგეთ, თუ მას მოეკითხება ჭკუა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს" - განაცხადა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 26 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე არ მივიდა. მიზეზი კი, პროტოკოლური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)