|
2022-12-26 17:05:50, 944 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი - დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს
დღეს, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ პატიმარი საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. "დღეს, ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე. თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს და ასევე, იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდეს, აზარაშვილი პასუხობს: "ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)