|
2022-12-26 12:17:15, 1051 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა - „პროტოკოლმა მისთვის განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამის მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, პროტოკოლმა მისთვის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო. "პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა",- აცხადებენ ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე ელჩებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)