2022-12-26 09:31:42, 1613 ნახვა
რეგიონი
კასპში „ახალი წლის დღეები საქართველოში“ 27 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები "ახალი წლის დღეები საქართველოში" კასპში 27 დეკემბერს გაიმართება.
მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ქალაქის ახლად რეაბილიტირებული ცენტრი, ქუჩები, სკვერები და სხვადასხვა ლოკაციები მორთულია საახალწლოდ. დღეს ქალაქი ასე გამოიყურება:


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),