12:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 21:46:41, 1314 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი ,,ოცნებას“ - არ მოგცემთ საშუალებას, საქართველო წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ

არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო  წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ. როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმედი არ აქვს, რომ მის მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი წაიკითხავს და გაითავისებს. მან დასძინა, რომ ამ პროცესის გაღრმავება სურს, როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე მის გარეთ, რათა მმართველ პარტიას შეუქმნას წნეხი, რათა ქვეყანაში ძალადობა დასრულდეს.

ადამიანის წამების თემა, შესაძლოა, დიდი სამოქალაქო მოძრაობის საფუძველი გახდეს… არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო  წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ. არ მოგცემთ რას ნიშნავს - ხვალ კი არ მოვიგებ. როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა. სააკაშვილის დროსაც თქვენ ხომ მის გვერდით იყავით და გეგონათ, რომ ბოლომდე კარგად იქნებოდით. მე არ ვიყავი მის გვერდით. ბოლოს ხომ აქეთ მხარეს გადმოხვედით და ერთად მოვიგეთ. აი ასე, ნელ-ნელა ხალხს სწორ მხარეს გადმოვქაჩავთ და მოვიგებთ. ეს წერილი და ის პრეცედენტი, რომ მას ხელი უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოაწერა, უკვე იმას ნათელყოფს, რომ ჩვენ მწამებელი და სადისტი ერი არ ვართ

რაიმე ილუზია, რომ ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში წაიკითხავენ, ან ბიძინა წაიკითხავს, ან ვინმე მოუყვება და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, არ მაქვს. მაგრამ, მე ამ პროცესის გაღრმავება მინდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საკმარისი წნეხი შევქმნა, რომ საქართველოში ეს ძალადობა შეწყდეს. პლუს გავერთიანდეთ ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია ადამიანზე ძალადობა და შემდეგ მანიაკივით ამის ტელევიზორში ყურება, ამით სიამოვნების მიღება და ამაზე ხორხოცი. ეს პოლიტიკური კონტექსტი არ არის. სულ რომ არაფერი ვთქვათ, ეს ისტორიის წინაშე იმის ჩვენების ცოტა მცდელობა მაინც არის, რომ საქართველოში რომ პრეზიდენტებს აწამებდნენ და კლავდნენ, იყო საზოგადოება, რომელიც ამით არ ერთობოდა - ეს საზოგადოება მთელ ამ პროცესს ხედავდა, წუხდა და ამ თვალსაზრისით მოქმედებდა". - განაცხადა  მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics