10:11 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 19:25:32, 1518 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი - რუსეთისთვის გაეროს წევრობის შეჩერების მექანიზმი უნდა შეიქმნას

ჩემი გადმოსახედიდან,რუსეთის სრული გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან ახლა შეუძლებელია, თუმცა უნდა შეიქმნას წევრობის დროებით შეჩერების მექანიზმი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, - განაცხადა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება მიანიშნებს საერთაშორისო სამართალში „ნაკლოვანებების“ არსებობაზე. თუმცა, მიშელი აღნიშნავს, რომ გაეროს უსაფრთხოების კონცეფცია ისედაც არ იყო ძირფესვიანად დალაგებული და ჰქონდა მრავალი სირთულე საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე.

"ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის სრული გარიცხვა ახლა შეუძლებელია, მაგრამ უნდა შემუშავდეს მექანიზმი რუსეთის წევრობის დროებით შესაჩერებლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო" - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics