2022-12-23 15:34:18, 1535 ნახვა
სამართალი
ნაძალადევის რაიონში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯავისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,