03:17 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 22:59:42, 1901 ნახვა

სამართალი
ლიტვის სეიმმა ლიტვაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ქონა აუკრძალა

ხუთშაბათს ლიტვის სეიმმა ლიტვაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ქონა აუკრძალა

კანონში შესატან ცვლილებებს მხარი 112-მა ლიტველმა დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 13-მა თავი შეიკავა. 

სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასციუნასის ინიციატივით , კანონი იარაღსა და საბრძოლო მასალის კონტროლის შესახებ აცხადებს, რომ ლიტვის მუდმივ მცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ და ფლობდნენ იარაღს, გარდა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისა რომლებსაც არ აქვთ ლიტვის მოქალაქეობა.

მისი თქმით, ეს ცვლილება ხელს შეუშლის მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხარდამჭერი ჰეტეროგენული ჯგუფების ფორმირებისა და საქმიანობის ნებისმიერ შესაძლებლობას.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics