14:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 12:10:00, 1411 ნახვა

სამართალი
პენიტენციურმა სამსახურმა „სიმულაციის დასადგენად“ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „სიმულაციის დასადგენად“ მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო "ვივამედში" გადაღებულ კადრებზე, რომელიც თავად პენიტენციურმა გაავრცელა.

"მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - განაცხადა აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესს, რომელზეც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრება.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics