|
2022-12-21 16:14:19, 1686 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი, ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე - შემოსავლების სამსახურის განმარტება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი (რომელიც შედგება დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურად დაბრუნების ამოქმედებამდე წარმოშობილი ზედმეტობისაგან), ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გადასახადის გადამხდელების მეტი ინფორმირების მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტების იმ მცირე რაოდენობას, რომელთაც დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ დაბრუნების პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე (2020 წლის ნოემბრამდე), დაგროვებული ზედმეტობის თანხების დაბრუნება, დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე, საკუთარი ავტორიზებული ვებგვერდის გამოყენებით, გამარტივებულად დაიბრუნონ 2020 წლის ნოემბრამდე აკუმულირებული დღგ-ის თანხები. "ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ზედმეტობის გადატანა გადამხდელის პირად ბარათზე არ ნიშნავს, ზედმეტობის თანხის ჩამოწერას, ის რჩება აღნიშნულ ბარათზე და მისი გამოყენება გადასახადის გადამხდელს შეეძლება, როგორც მომავალი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ასევე უცვლელად ნარჩუნდება გადასახადის გადამხდელის უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტად გადახდილი, არა ხანდაზმული თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია გადასახადის გადამხდელებისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა არხის გამოყენებით",- აღნიშNულია განცხადებაში.
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)