|
2022-12-21 09:25:10, 1585 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა შიდა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს
ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. როგორც ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები არის ინსინუაცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. "საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. სამაგიეროდ, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის დაშვებას. ასევე მოგიწოდებთ, უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის, სააკაშვილის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით",- წერს ოლეგ ნიკოლენკო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ. "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული განცხადება კვლავ "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" დაუკავშირა. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)